You are here:

ჩვენს შესახებ

3C74F509-BAAF-4DCE-8264-507091CE2240

ესჯი ნაწილები – SG parts წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან. ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სხვადასხვა საქონლის იმპორტ და ექსპორტი. კომპანია, რომელმაც ავტონაწილების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომობილების ახალ (AfterMarket Parts) ნაწილებს. ჩვენი სარეალიზაციო პროდუქცია წარმოებულია შემდეგი ქვეყნების: ტაივანის, ჩინეთის, იაპონიის წამყვან ქარხნებში.

საქართველო, წლებია ავტომობილების რეგიონულ ჰაბს წარმოადგენს. იმისათვის, რომ ქვეყანამ ეს ფუნქცია შეინარჩუნოს, ამ სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირებს სჭირდებათ ხარისხიანი პროდუქცია, რათა საქართველოში იმპორტირებული, დაზიანებული მანქანების აღდგენა მოხდეს ხარისხიანად. ჩვენი კომპანიის როლი სწორედ ამ ბიზნეს ჯაჭვშია და გვსურს შევასრულოთ დაკისრებული ფუნქცია მაღალ დონეზე. მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი საქონელი, მათთვის საჭირო დროს, საჭირო ადგილას და რა თქმა უნდა საუკეთესო ფასად.

ჩვენს მაღაზიათა ქსელებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა შეიძინონ პროდუქცია საცალო ან საბითუმო რაოდენობით. Ამ ეტაპზე კომპანია გთავაზობთ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტო-სანტრანპორტო საშუალების, გამაგრილებელი სისტემის დეტალებს: წყლის რადიატორი, კონდიციონერის რადიატორი, ტურბოს რადიატორი (ინტერქულერი) და დიფუზორი (გამაგრილებელი). Გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული დეტალი შექმნილია მსოფლიოში აღიარებული სტანდარტებით,ჩვენ პროდუქციაზე გაიცემა შესაბამისი გარანტიები.

Ესჯი ნაწილები – SG parts 2023 წელს გახდა TONGSHI-ს ბრენდის გამაგრილებელი სისტემის ნაწილების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე. TONGSHI წარმოადგენს ჩინურ კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2004 წელს და ამ პერიოდის განმავლობაში თავის პროდუქციას ყიდის ყველა კონტინგენტზე, 90-ზე მეტ ქვეყანაში. ქარხანა დღეის მდგომარეობით აწარმოებს 11 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას და ყოველდღიურად მისი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მუშაობს ახალი პროდუქციის დასამატებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საწარმოს 2011 წელს მიენიჭა ISO/TS 16949 სერტიფიკატი.

Რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია ორიენტირებულია გაზარდოს სარეალიზაციო პროდუქციის ასორტიმენტი, მომხმარებელს შესთავაზოს/მიაწოდოს უკეთესი სერვისები და ინდუსტრიაში არსებული მსოფლიო ინოვაციები.