You are here:

პარტნიორები

tongshi_logo
akv_logo

                                                                                 Პარტნიორების შესახებ ინფორმაცია 

ჩვენი კომპანია 2023 წელს გახდა TONGSHI-ს ბრენდის გამაგრილებელი სისტემის ნაწილების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოსა და სომხეთის ბაზრებზე. TONGSHI წარმოადგენს ჩინურ კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია 2004 წელს და ამ პერიოდის განმავლობაში თავის პროდუქციის გასხვისებას ახდენს ყველა კონტინენტზე, 90-ზე მეტ ქვეყანაში. დღეის მდგომარეობით აწარმოებს 11 000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას და ყოველდღიურად მისი მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე მუშაობს ახალი პროდუქციის წარმოებაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრენდს 2011 წელს მიენიჭა ISO/TS 16949 სერტიფიკატი. TONGSHI არის პროფესიონალი მწარმოებელი, მაღალტექნოლოგიური საწარმო მანქანების თერმული სისტემის ინდუსტრიაში. 20 წელზე მეტია, რაც სპეციალიზებულია თვითგანვითარებაში, დიზაინში და წარმოებაში ნახატებისა და ნიმუშების მიხედვით. პროდუქციის ასორტიმენტში შედის სამგზავრო მანქანის რადიატორი, სატვირთო მანქანის რადიატორი, გამათბობელი, კონდენსატორი, და სხვადასხვა სახის გამაგრილებელი სისტემები. კომპანია მუდმივად ცდილობს იყოს ღირებული პარტნიორი ავტომობილების თერმული სისტემების ბაზარზე. TONGSHI სულ უფრო და უფრო მეტი პარტნიორ კომპანიებს იძენს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა გააფართოოს მიწოდების არეალი და მოთხოვნის შესაბამისად გაზარდოს პროდუქციის წარმოება.